მუხლი 1 ზოგადი დებულებები:

1.1  კლუბი წარმოადგენს  არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბთან“ არსებული პლატფორმას.

1.2  კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს შეხვედრები როგორც „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლბის „ ოფისში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1.3  კლუბის მართვას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“

მუხლი 2 მიზნები და ამოცანები:

2.1 კლუბის მიზნებია:

ა) კლუბის წევრებისთვის მოაწყოს შეხვედრები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან;

 ბ) კლუბის წევრების კვლაიფიკაციის ასამაღლებლად ჩაატაროს ვორქშოფები;

გ) მოაწყოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი გასვლითი სემინარები;

დ)  კლუბის საქმიანობის ფარგლებში მოაწყოს კონკურსები და კლუბის წევრებს გაუკეთეს ელექტრონული პორტფოლიო;

მუხლი 3 წევრის მიღების წესი

3.1 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს პირი:

ა) ვინც არის  15 წლის ზევით და გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 ბ) პირი, რომელიც გაეცნო  ორგანიზაციის საიტზე განთავსებულ კლუბის წესდებას და შეავსო წინასწარი განაცხადის  ელექტრონული ფორმა

გ) ელექტონული განაცხადის შევსების შემდე, პირი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო არა უგვიანეს 10 (ათი ) დღის  განმავლობაში.

დ) საწევროს გადახდის შემდეგ პირს შეუძლია მოითხოვოს კლუბის წევრობის დამადასტურებელი ბარათის გადაცემა , საწევროს გადახდიდან 1 თვის განმავლობაში.

3.2. „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“ წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

3.3. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს კლუბის საქმიანობას, „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს კლუბის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება კლუბის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

მუხლი 4.  კლუბის წევრის  უფლება-მოვალეობანი

4.1 კლუბის წევრს უფლება აქვს:

ა) მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებსა და ფორქშოფებში შეუზღუდავი რაოდენობით იმ პერიოდის განმავლობაში რომელსაც მოიცავს მისი საწევრო გადასახადი;

ბ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;

გ) კლუბის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს კლუბის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

დ) ატაროს კლუბის ემბლემა ან/და  საწევრო ბარათი.

  4.2. საწევრო ბარათი

 ა) საწევრო ბარათი წარმოადგენს პირის კლუბის წევრობის დამადასტურებელ ბარათს, სხვა ფუნქცია საწევრო ბარათს არ გააჩნია,  გარდა დამატებით ფუნქციებზე ორგანიზაციის მენეჯმენტის წერილობიი ბრძანებისა , რომელიც უნდა იყოს ყველა წევრისთვის საჯარო.

ბ) საწევრო ბარათი გადაეცემა კლუბის წევრს საწევროს გადახდის შემდეგ 1 თვის განმავლობაში

გ) საწევრო ბარათის მოქმედების ვადაა 1 წელი

4.3.  კლუბის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას კლუბის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ავტორიტეტსა და ქონებას;

გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის საქმიანობაში;

დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს კლუბის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;

ე) პატივი სცემს სხვათა აზრს, არ გამოავლინოს დისკრიმინაცია , არ შეუშალოს ხელი შეხვედრების მიმდინარეობას ;

ვ) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოსმენილი ინფორმაცია არ გაასაჯაროვოს შეხვედრის გარეთ;

ზ) გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.

მუხლი 5. საწევრო და ანგარიშგების წესი

5.1. კლუბის წევრის საწევრო შესატანის ოდენობა განისაზღვრება წელიწადში 40 ლარით .

5.2. საწევროს გადახდის ათვლის თარიღად ითვლება წინასწარი რეგისტრაციის შევსების თარიღი.

5.3. პუნქტი 5.2 შეიძლება შეიცვალოს და   საწევროს გადახდის თარიღი შეიძლება დადგინდეს პირის თხოვნით კლუბის ხელმძღვანელობასა და პირს  შორის ზეპირი მოლაპარაკების შედეგად.

5.4.  პუნქტი 5.2 პირობების განხორციელების შემთხვევაში კლუბის წევრის მიერ საწევროს შესატანის ვალდებულების დარღვევის დროს , კლუბის წევრს პირველად ეცნობება წერილობით . რეაგირების გარეშე დარჩენილი  წერილობითი ცნობიდან 4 (ოთხი ) დღიანი ვადის გასვლის მერე წევრობის განაცხადი და წევრობა ჩაითვლება ძალა დაკარგულად.

მუხლი 6. კლუბის წევრობის შეწყვეტა

6.1. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა)  წევრის საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის“ მენეჯერისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ვადაგადაცილების შემთხვევაში;

გ) „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის“  კლუბის შინაგანი წესის სიტემატიურად დარღვევის შემთხვევაში;

დ) „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის“ სახელის არაკეთილსინდისიერად, ასევე პირადი მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში;

6.2 კლუბის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კლუბის ბარათის ძალაში ყოფნის ვადა არ არის გასული, კლუბი ვალდებულია წევრისგან მოითხოვოს  ბარათის კლუბისთვის ჩაბარება.

6.3. კლუბის საწეროს შენატანი 40 ლარი, წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში პირს უკან არ დაუბრუნდება.

cj-banki

Pin It