radi-mikrofoni

სწავლა და სტაჟირება რადიოში

გაინტერესებთ  როგორ მუშაობს რადიო ?გსურთ გააკეთოთ რადიო რეპოტაჟები?

„სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“  გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ რადიო ჟურნალისტიკა და გაიაროთ სტაჟირება რადიო „თბილისში“

რას ვისწავლი?

თქვენ ისწავლით: როგორ კეთდება ახალი ამბები რადიოში – თემისა და წყაროების მოძიება, აუდიო და მულტიმედია პროდუქტის დამზადება, Vox Pop-ებისა და ინტერვიუს ჩაწერას და მონტაჟს;
ისწავლით აუდიო სოფტებთან და მიქშერთან მუშაობას;
გაიგებთ როგორ ხდება რადიოს მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში;
შეისწავლით აუდიო გადაცემების ვებგვერდისთვის მოდიფიცირებას, ჟურნალისტურ სტანდარტებს, მულტიმედია ინტერნეტ პლატფორმებსა და საჯარო ინფორმაციის ინტერენტ რესურსებს.
შექმნით რადიო სიუჟეტებს, რომლებიც გავა ეთერში და დაიდება რადიოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში (რადიო “თბილისის” ფეისბუქ გვერდს 260 000 მოწონება აქვს);

ლექტორი – თინათინ დავალაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის და ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, თინათინი მუშაობდა “რადიო თავისუფლების” ვებ-გვერდის რედაქტორად, ტელეკომპანია PIK-ის დოკუმენტური ფილმების პროდიუსერად,სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის“
განვითარების მენეჯერად, GFSIS-ის მედია პროექტების მენეჯერად. ასევე არის ევროპის ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი.

საფასური და რეგისტრაცია
სტაჟირება გრძელდება 3 თვე. ღირებულებაა – თვეში 160 ლარი , გაიცემა სერთიფიკატი. რეგისტრაციისთვის შეავსეთ  რეგისტრაციის ფორმა

თეორიული სწავლების განრიგი

სწავლა დაიწყება სექტემბრის ბოლოს დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 598 10 94 77

რადიო თბილისი / FM 93.5

რადიო იწყება ჩვენით – რადიო თბილისის სლოგანია. რადიო თბილისი – ეს არის მრავალფეროვანი პროგრამები, მიუკერძოებელი ახალი ამბები და პოპულარული მუსიკა. რადიო თბილისი არის სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” მეორე რადიო სადგური.  2006 წელს, ”სამაუწყებლო კომპანია რადიო ჰერეთს”, დიდ ბრიტანეთში,  მიღებული აქვს ”ერთიანი მსოფლიოს მედია პრიზის” სერთიფიკატი – BBC -სგან.  2014 წელს, რადიო ჰერეთმა გაიმარჯვა საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP)   რომლის მეშვეობითაც ჰერეთის პარტნიორი შეერთებულ შატებში მაუწყებელი “ქრომველ გრუპი” გახდა.

სტაჟირებაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ პირობებს და შეავსოთ   რეგისტრაციის ფორმა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 598 10 94 77

Pin It
კატეგორია: ტრეინინგები
თეგები :