მემორანდუმები

biznesisdawkeba

2015 წელს, Chemonics International inc. და “სამოქალქო ჟურნალისტიკის კლუბს” შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები მიზნად ისახავენ , საქართველოს საჯარო დაწყებთ სკოლებში მოსწავლეებს ჩაუტარონ სასწავლო კურსი ბიზნესის უნარ-ჩვევების შესაძენად.

2014 წლის 7 დეკემბერს “სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბსა” და სიღარიბის დაძლევის ფონდთან “მომავლის გზასთან ” – განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

პროექტები

2013 წლიდან პროექტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“ ახორციელებს დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. მათ შორის, პროექტის ინტელექტუალურ მხარდაჭერას ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარებისთვის სოციალური აქტივობა ” ახორციელებს. არაფორმალური განათლების პროგრამის “ხელმისაწვდომი განათლება ჩემი უფლებაა” მიზანია, ჟურნალისტური ტექნიკის ბაზისური ცოდნა ყველა დაინტერესებული პირისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.

ireporteri

სამოქალაქო ჟურნალისტიკის ბლოგი ireporter.ge სატესტო რეჟიმში 2010 წლის ბოლოს გაეშვა.
ბლოგის მიზანია საქართველოში სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება. ნებისმიერ ადამიანს მისცეს საშუალება საკუთარი აზრის, მოპოვებული ფოტო/ ვიდეო მასალის გამოქვეყნების.
“მე რეპორტიორის” ფარგლებში განხორციელდა სამი საგრანტო პროექტი.

 

devniltaproblemebi
 

დევნილთა პრობლემები, რომელიც მუდმივად ყურადღების მიღმა რჩება

ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა: სამოქალაქო ჟურალისტიკის კლუბმა, „ენგურს გაღმა ჩემი სამშობლოა“, „ეროვნული დემოკრატიის საზოგადოებრივი დარბაზმა“ გამართეს ტრეინინგი–პრეზენტაცია იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ ყოფა–ცხოვრების შესახებ.

დევნილი ბავშვიმომხსნებლებმა დამსწრეებს გააცნეს ახალი ინფორმაცია როგორც აფხაზეთიდან დევნილების შესახებ, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცოხვრები ადამიანების ცხოვრება.
მომხსნებელთა განმარტებით, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანები მხოლოდ მაშინ ექცევიან მედიის ყურადღების ქვეშ, როცა ან ე.წ. საზღვრის დემარკაციის პროცესია ან ვინმეს გაიტაცებენ, ხოლო მათი ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება, ხშირად საზოგადოების და ხელისუფლების თვალს მიღმაა.
ასევე, პრესკონფერენციაზე ნაჩვენები იქნება ფოტომასალა, რომელზეც ასახულია სხვადასხვა რეგიონებში ჩასახლებული დევნილების მძიმე ცხოვრება.

Pin It