press-image

სტაჟირება გაზეთში

სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი გაძლევთ საშუალებას გაიაროთ პრაქტიკული ჟურნალისტიკის კურსი გაზეთ „რეზონანსში“
კურსი გათვლილია როგორც დამწყებ ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებზე, ისე ნებისმიერ მსურველზე, ვისაც სურს რეალურ სამუშაო პირობებში აითვისოს ბეჭდური მედიის ჟურნალისტის პროფესია.

კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიცირებულ სტაჟორებს შეეძლებათ დამოუკიდებლად მუშაობა სხვადასხვა ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში, სტატიებისა და საინფორმაციო ნიუსების დამოუკიდებლად და მაღალ პროფესიულ დონეზე დაგეგმვა და მომზადება.

პრაქტიკული ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეები რეალურ გარემოში იმუშავებენ და ისწავლიან გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორთა ხელმძღვანელობით. მათ მიერ მომზადებული ის სტატიები და საინფორმაციო ნიუსები, რომელიც დააკმაყოფილებს აკადემიური მედიის სტანდარტებს, დაიბეჭდება გაზეთ „რეზონანსში“ და გამოქვეყნდება მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კურსი შდგება 3 ნაწილისაგან.

I ნაწილი – საფუძვლები

პირველ ეტაპზე კურსის მონაწილეები გაეცნობიან ბეჭდური მედიის ძირითად სტანდარტებსა და საფუძვლებს. პარალელურად შეასრულებენ შესაბამის დავალებებს მიღებული თეორიული ცოდნის უკეთ ასათვისებლად და პრაქტიკაში დასანერგად:
• მედია სტანდარტები;
• პროფესიული ტერმინოლოგია და ჟურნალისტური პროდუქტების ძირითადი ტიპები;
• ჟურნალისტის სამუშაოს ძირითადი ეტაპები.

II ნაწილი – ჯგუფური მუშაობა

კურსის მონაწილეები იწყებენ მიღებული ცოდნის პრატიკაში გამოყენებას. ჯგუფურად და/ან „რეზონანსის“ მოქმედ ჟურნალისტებთან ერთად მუშაობენ და ამზადებენ სხვადასხვა საგაზეთო პროდუქტს. რეალურ სამუშაო პირობებში ერთობლივად გაივლიან ჟურნალისტის სამუშაოს მთავარ ეტაპებს:
• სტატიის დაგეგმვა;
• ინფორმაციის მოპოვება/გადამოწმება;
• მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და სტატიის/საინფორმაციო ნიუსის მომზადება.

ამ ეტაპიდან მომზადებული სტატიები და საინფორმაციო ნიუსები, რომლებიც აკმაყოფილებს აკადემიური მედიის სტანდარტებს, დაიბეჭდება გაზეთ „რეზონანსში“ და გამოქვეყნდება მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

III ნაწილი – დამოუკიდებელი მუშაობა

ამ ეტაპზე სასწავლო კურსის მონაწილეები, წინა ეტაპებზე მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, დამოუკიდებლად ამზადებენ სტატიებსა და საინფორმაციო ნიუსებს. რეალურ ვითარებაში სწავლობენ მუშაობას სხვადასხვა პირობებში:
• ინფორმაციის ოპერატიულად გადამუშავება და სტატიის/საინფორმაციო ნიუსის მომზადება შემჭიდროებულ ვადებში;
• მუშაობა ექსტრემალურ პირობებში.

საფასური და რეგისტრაცია
სტაჟირება გრძელდება 3 თვე. ღირებულებაა – თვეში 160 ლარი , გაიცემა სერთიფიკატი. რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადის ფორმა

თეორიული სწავლების განრიგი

ლექციები ჩატარდება კვირას , პრაქტიკული ნაწილის შესასრულებლად გექნებათ თავისუფალი გრაფიკი
სწავლის და სტაჟირების პროგრამა იწყება სექტემბერიდან

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 598 10 94 77




Pin It
კატეგორია: ტრეინინგები
თეგები :