ფოტოკონკურსი – მოიგე კინოს ბილეთები

fotografiis konkursi

ჩვენ 6 წლის გავხდით და გვინდა ეს თარიღი თქვენთან ერთად ავღნიშნოთ.
2019 წლის მარტიდან შემოგვიერდით ფოტო-კონკურსში და მოიგეთ კინოს ბილეთები !

წესები ფოტოხელოვნების მოყვარულთათვის!

თვეში ორჯერ ჩვენს Facebook-ის გვერდზე Cjc/სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი განთავსდება ფოტო-დავალება, რომლის მიხედვითაც შეირჩევა გამარჯვებული.

🔘 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დამწყებ ფოტოგრაფს.
🔘 გადაიღე თემატური ფოტო და მხოლოდ ერთი ფოტო ატვირთე ფეისბუქ გვერდზე კომენტარებში.
🔘 ფოტოს მიღება ხდება კონკურსის გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში.
🔘 კონკურსში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ როგორც სმარტფონით გადაღებული ასევე დამუშავებული ფოტოც.
🔘 ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული და საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. ინტერნეტში მოძიებული ფოტოთი ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.
🔘 ჟიური შეარჩევს იმ ფოტოს რომელიც ყველაზე მეტად ჯდება თემატიკაში და ასევე ავლენს ფოტოგრაფის ხედვას, გემოვნებას და კრეატივს.
🔘 ჟიური იტოვებს უფლებას, რომ ერთ კონკურსში გამოავლინოს ერთის ნაცვლად ორი გამარჯვებული.
🔘 ჟიური იტოვებს უფლებას, რომ გამარჯვებულის ვერ გამოვლენის შემთხვევაში დასასაჩუქრებელი ბილეთები დაემატოს მომდევნო თემის კონკურსს.

პრიზი:

გამარჯვებულს, გამარჯვებულად გამოცხადებიდან მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში გადაეცემა კონოს ბილეთები, რომლის გამოყენებასაც შესძლებს შემდეგ კინოთეატრებში – კავეა გალერია თბილისი,კავეა თბილისი მოლი,კავეა ისთ ფოინთი(გარდა IMAX დარბაზისა) და ამირანი.

თვალი მიადევნეთ ჩვენ ფეისბუქ გვერდს , ატვირთეთ ფოტო ! ბევრ თქვენგანს ექნება შანსი მოგების და დროის სახალისოდ გატარების 🍭

კონკურსის თემა

4 სექტემბრის თემა – თრეშ ფოტოები
30 აპრილის თემა – კრეატიული სელფი
7 აპრილის თემა – სახე
21 მარტის თემა – გაზაფხული
5 მარტის თემა – “თბილისი ”




Pin It