sirieli bavshvis archevani

“ომის ფოტოგრაფები ხშირად ვტირით “

ხუთი წლის ომრან დაქნეში, აღმოსავლეთ ალეპოს დაბომბვის შედეგად დაიჭრა.

სირიელი მედია-აქტივისტების მიერ გადაღებულ ვიდეოში, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა,  ჩანს თუ როგორ ამოჰყავთ ომრანი დაბომბილი სახლიდან და გადაჰყავთ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში. ბავშვი მარტო, შოკურ მდგომარეობაში, ჭუჭყიანი, დაშავებული, უემოციოდ ზის . ომრანი ისე გადაიყვანეს ჰოსტიპალში, რომ მას სიტყვა არ უთქვამს.

ომარ დაქნეშის გადარჩენის კადრების ჩვენების დროს, CNN-ის წამყვანი კეიტ ბოლდუანი ცრემლებს ვერ იკავებდა: ჩვენ ვტირით, მის თვალებში კი არაა ცრემლი, მას ერთხელაც არ უტირია. ეს პატარა ბიჭი სრულიად შოკშია და გაოცებული ზის…ეს ომრანია და ის ცოცხალია. გვინდოდა გცოდნოდათ.

ფოტოგრაფი მაჰმუდ რასლანი ჰყვება – ძალიან მძიმე და ძლიერი კადრია. როგორც წესი ამ დროს ბავშვები ტირიან. ეს ბიჭი კი განსხვავებულად იქცეოდა. ის შოკში იყო. ცრემლები მომდიოდა როდესაც ფოტოს ვიღებდი. ეს არ იყო პირველი შემთხვევა როცა ვიტირე. ჩვენ, ომის ფოტოგრაფები ხშირად ვტირით.

ამ ამბავთან დაკავშირებით , ცნობილმა სუდანელმა კარიკატურისტმა ხალიდ ალბაიჰმა კარიტაკურა გამოაქვეყნა.  ნახატზე გამოსახულია 5 წლის ომრანი და 3 წლის აილან კურტი. ამით კარიკატურისმა სირიელი ბაშვების არჩევანის არ არსებობა გადმოსცა “Choices for Syrian Children  – if you stay… if you leave “.

Pin It
თეგები :