მენტორები

გოგა ჩანადირი
გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირი , გოგას წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ფოტოგრაფია გოგას ცხოვრებაში ძირითად პროფესიად 2000 წლიდან იქცა. მოწყობილი აქვს უამრავი ფოტო გამოფენა, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

 

 
 
 

ანა ბაციკაძე
ანა ბაციკაძე

ანა ბაციკაძე , ანას ობიექტივში განუყოფელი ნაწილია მოდის კვირეული. იგი 2012 წლიდან იღებს ” Tbilisi Fashion Week” -ს და “Mercedes-Benz Fashion Week”-ს. ანა მიიჩნევს, რომ პორტრეტი ფოტოგრაფიაში უმნიშვნელოვანესი ჟანრია,რადგან ადამიანების სახეს უკვდავყოფს.

 

 
 

ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე
ზაქარია ჭელიძე

ზაქარია ნიუ-იორკში მოღვაწე ფოტოგრაფია. მის ობიექტივში არა ერთხელ მოხვედრილა ჰოლივუდის ისეთი ცნობილი ვარსკვლავები როგორიც კიანუ რივზი და ანტონიო ბანდერასია. ის არასდორს ამუშავეებს ფოტოებს. ამბობს, რომ მისთვის მთავარია ემოცია. უყვარს ჩრდილები და მიიჩნევს, რომ – „ ჩრდილი არასდეს დაგტოვებს.

 

🎁 ისწავლე საუკეთესო მენტროებისგან. დაგვიკავშირდი: მობ. 598 10 94 77

 

გურამ მურადოვი ფოტოგრაფი
გურამ მურადვი
უკვე 15 წელია, რაც გურამმა ფოტოგრაფია საკუთარი ცხოვრების სტილად აქცია. მას გადაღებული აქვს ცნობილი მიუზიკლი “ვერის უბნის მელოდიები”. გურამი გახლავთ ჟურნალ “Photoessay”-ს დამფუძნებელი. მას არ სჯერა იმ სტერეოტიპის, რომ ფოტოგრაფს აუცილებად უნდა ჰქონდეს ძვირად ღირებული კამერა, რადგანაც მიიჩნევს, რომ ფოტოს იღებს ფოტოგრაფი და არა აპარატი.

 

 

გოგუა ფოტოგრაფია
გიორგი გოგუა
გიორგი 2010 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა მედიაში, როგორიცაა პალიტრა, ლიბერალი, პირველი არხი, რადიო თავისუფლება. ასევე თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო გამოცემებთან, მაგალითად ინდიგო, National Geographic, the Guardian, national film board of Canada. მას აქვს შემქნილი რამდენიმე ცნობილი ფოტო პროექტი მათ შორის ომის თემატიკაზე.

 

 

დათო ქორიძე ფოტოგრაფი
დათო ქორიძე
დათო, “თბილისი ქოლგა ფესტივალი 2018”-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. და ეს სულ ყველაფერი არ არის ! მისი ფოტოები შესულია ქოლგას კალატოლის 100 საუკეთესო ფოტოს შორის 2009 და 2014 წელებში. “მე ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფის ხასიათის მიხედვით ფოტოებიც იცვლება“, ამბობს დათო.




Pin It