ჟურნალისტური ტექნიკის უფასო და ფასიანი ვორქშოფები

multimediajournalism-photo

თქვენ წინაშეა ჟურნალისტური ტექნიკის 3 კვირიანი ვორქშოფები, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მედიაში მუშაობის აუცილებელი უნარ–ჩვევების სწავლა.

რითია გამორჩეული ეს ვორქშოფები?

ჟურნალისტიკა არ არის პროფესია რომელსაც მხოლოდ მედიაზე წიგნების წაკითხვით ისწავლით. ზუსტად გაშუქება და ნათლად წერა ადვილი ამოცანა არ გახლავთ. ამიტომ ჩვენი ვორქშოფები ორიენტირებულია ჟურნალისტურ პრაქტიკაზე . ხოლო ლექციები ჩაგიტარდებათ პრეს–კლუბის პრინციპით : ვიდეო გაკვეთილებით, დისკუსიებით და თამაშებით.

რა მელის ?

I კვირა – მედია ეთიკა– სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანების უფლებების შელახვას შორის
რა არის ახალი ამბავი, როგორ ხდება ფონური ინფორმაციის მიწოდება
+ პრაქტიკული დავალება

II კვირა – სტატიის აგება,ფაქტებთან და მონაცემებთან მუშაობა,ინტერვიუს მომზადება
+ პრაქტიკული დავალება

III კვირა – ამბის ვიზუალური თხრობა და ფოტოჟურნალისტიკა
+ პრაქტიკული დავალება

რას ვიღებ უფასოდ?

დაფუძნების დღიდან ჩვენი ორგანიზაციის მისიაა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლება. ამიტომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ პირველი კვირის ორ ვორქშოფს უფასოდ და მიიღოთ მედია-ეთიკა და მედია-სტანდარზე ცოდნა.

თუ შემიძლია სერტიფიკატის აღება?
სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ სამ კვირიანი ვორქშოფების დასრულების და პრაქტიკის შესრულების შემთხვევაში

ღირებულება და რეგისტრაცია

ვორქშოფების განრიგი : დაწყება- 5 ოქტომბერს, შაბათ-კვირას 15:00 სთ.
ექვსივე ვორქშოფის ღირებულებაა: 55 ლარი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს ჟურნალისტიკის ვორქშოფები

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მის. ძ.ზუბალაშვილების #34
მობ. 598 10 94 77




Pin It