multimediajournalism-photo

ჟურნალისტური ტექნიკის უფასო კურსი

თქვენ წინაშეა ჟურნალისტური ტექნიკის 3 კვირიანი კურსი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მედიაში მუშაობის აუცილებელი უნარ–ჩვევების სწავლა.

რითია გამორჩეული ეს კურსი?

ჟურნალისტიკა არ არის პროფესია რომელსაც მხოლოდ მედიაზე წიგნების წაკითხვით ისწავლით. ზუსტად გაშუქება და ნათლად წერა ადვილი ამოცანა არ გახლავთ. ამიტომ ჩვენი ტრეინინგი ორიენტირებულია ჟურნალისტურ პრაქტიკაზე . ხოლო ლექციები ჩაგიტარდებათ პრეს–კლუბის პრინციპით : ვიდეო გაკვეთილებით, დისკუსიებით და თამაშებით.

რა მელის ტრეინინგზე ?

I კვირა – მედია ეთიკა– სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანების უფლებების შელახვას შორის
რა არის ახალი ამბავი, როგორ ხდება ფონური ინფორმაციის მიწოდება
+ პრაქტიკული დავალება

II კვირა – ტვ. ჟურნალისტიკა, სტატიის აგება,ფაქტებთან მუშაობა
+ პრაქტიკული დავალება

III კვირა – ინტერვიუს მომზადება, რესპონდენტთან ურთიერთობა, ინტერვიუს ჩაწერა-დამუშავება
+ პრაქტიკული დავალება

რას გავაკეთებ პრაქტიკაზე ?

თქვენ პრაქტიკულ მუშაობას დაიწყებთ მეორე ლექციიდანვე. პრაქტიკისთვის გექნებათ:
ჟურნალისტის ბეჯი
დაესწრებით სატელევიზიო გადაცემებს
გააშუქებთ ღონისძიებებს
დაწერთ ნიუსებს
ჩაწერთ ინტერვიუს

რას ვიღებ უფასოდ?

თქვენ უფასო გაივლით 3 კვირიანი კურსის თეორიულ ლექციებს, რომელიც შედგება 8 მოდულისგან.


თუ შემიძლია სერტიფიკატის აღება?

პრაქტიკული დავალებების 50% შესრულების შემდეგ, თქვენ გადმოგეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
რომლის ღირებულებაა: 35 ლარი.
ტრეინინგი იწყება 3 ივლისს დასრულდება 17 ივლისს ,

ტრეინინგის განრიგი : ორშაბათი– ოთხშაბათი 18:30 სთ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობ. 598 10 94 77




Pin It