შვიდი ფოტოგრაფის მასტერკლასი

ფოტოგრაფიის შესწავლა

წარმოგიდგენთ შვიდი წარმატებული ფოტოგრაფის მასტერკლასს ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის.

თუ გიყვარს ფოტოგრაფია, იღებ ფოტოებს ფოტოაპარატით ან ტელეფონით , ხარ დამწყები ფოტოგრაფი ან საერთოდ არაფერი იცი, ან გსურს რომ დახვეწო და გააუმჯობესო გადაღების ტექნიკა , ამაში შენთვის უკვე ნაცნობი ფოტოგრაფები დაგეხმარებიან:

გოგა ჩანადირი , მასტერკლასის თემა ” ფოტოგრაფია, როგორც გამოხატვის საშუალება “. 
გოგას წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ფოტოგრაფია გოგას ცხოვრებაში ძირითად პროფესიად 2000 წლიდან იქცა. მოწყობილი აქვს უამრავი ფოტო გამოფენა, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
მასტერკლასის განმავლობაში გოგა დაგეხმარებათ რომ თქვენი ფოტოები გარდაიქმნას გამოხატვის საშუალებად.

ზაქარია ჭელიძე, მასტერკლასის თემა “ურბანული ყოფა “
ზაქარია ნიუ-იორკში მოღვაწე ფოტოგრაფია. მის ობიექტივში არა ერთხელ მოხვედრილა ჰოლივუდის ისეთი ცნობილი ვარსკვლავები როგორიც კიანუ რივზი და ანტონიო ბანდერასია. ის არასდორს ამუშავეებს ფოტოებს. ამბობს, რომ მისთვის მთავარია ემოცია. უყვარს ჩრდილები და მიიჩნევს, რომ – „ ჩრდილი  არასდეს დაგტოვებს.
მასტერკლასის განმავლობაში გექნება შანსი, რომ ზაქარიასთან ერთად გაიარო პრაქტიკული გადაღებები თბილისის ქუჩებში.
👉 გაიარე რეგისტრაცია ახლა ! მიიღე თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება უკვე წარმატებული ფოტოგრაფებისგან !
 
ანა ბაციკაძე , მასტერკლასის თემა “სწორი ექსპოზიცია და მოდის ფოტოგრაფიის სტანდარტები”
ანას ობიექტივში განუყოფელი ნაწილია მოდის კვირეული. იგი 2012 წლიდან იღებს ” Tbilisi Fashion Week” -ს და “Mercedes-Benz Fashion Week”-ს. ანა მიიჩნევს, რომ პორტრეტი ფოტოგრაფიაში უმნიშვნელოვანესი ჟანრია,რადგან ადამიანების სახეს უკვდავყოფს.
მასტერკლასის განმავლობაში ანა გაგიზარებს არა მხოლოდ თერიულ არამედ პრაქტიკულ გაკვეთილებსაც.

დათო ქორიძე, მასტერკლასის თემა “მობლური ფოტოგრაფია”
დათო, “თბილისი ქოლგა ფესტივალი 2018”-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. და ეს სულ ყველაფერი არ არის ! მისი ფოტოები შესულია ქოლგას კალატოლის 100 საუკეთესო ფოტოს შორის 2009 და 2014 წელებში. “მე ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფის ხასიათის მიხედვით ფოტოებიც იცვლება“, ამბობს დათო.
მასტერკლასის განმავლობაში დათო გაგიზიარებს გამოცდილებას თუ როგორ შესძლებ მობლურით კარგი კადრის გადასაღებას

დათო თაბაგარი, მასტერკლასის თემა ” ღამის ფოტოგრაფია”
დათო ეძებს თბილისში პარალელურ თბილისს. მისი სტილისთვის დამახასიათებელია ისეთი კუთხით ქალაქის და მოვლენების გადაღება რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ თვალწინ გვხვდება მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ.
მასტერკლასის განმავლობაში დათოს გაგიზიარებს მის მდიდარ გამოცდილებას, თუ როგორ და რა ტექნიკით გადაიღო ფოტოები ღამით.

☎ კურსე ჩასაწერად დაგვიკავშირდი   598 10 94 77

გიორგი გოგუა , მასტერკლასის თემა “დოკუმენტური ფოტოგრაფია და ფოტოჟურნალისტიკა”
გიორგი 2010 წლიდან მუშაობდა  სხვადასხვა მედიაში, როგორიცაა პალიტრა, ლიბერალი, პირველი არხი, რადიო თავისუფლება. ასევე თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო გამოცემებთან, მაგალითად ინდიგო, National Geographic, the Guardian, national film board of Canada. მას აქვს შემქნილი რამდენიმე ცნობილი ფოტო პროექტი მათ შორის ომის თემატიკაზე.
მასტერკლასის განმავლობაში გიორგი გაგიზიარებთ მის მდიდარ გამოცდილებას დოკომენტური ფოტოგრაფიის შესახებ.

გურამ მურადოვი , მასტერკლასის თემა ” შუქი ფოტოგრაფიაში “
უკვე 15 წელია, რაც გურამმა ფოტოგრაფია საკუთარი ცხოვრების სტილად აქცია. მას გადაღებული აქვს ცნობილი მიუზიკლი “ვერის უბნის მელოდიები”. გურამი გახლავთ ჟურნალ “Photoessay”-ს დამფუძნებელი. მას არ სჯერა იმ სტერეოტიპის, რომ ფოტოგრაფს აუცილებად უნდა ჰქონდეს ძვირად ღირებული კამერა, რადგანაც მიიჩნევს, რომ ფოტოს იღებს ფოტოგრაფი და არა აპარატი.
მასტერკლასის განმავლობაში გურამი როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად გასწავლით თუ როგორ დააბალანსოთ შუქ-ჩრდილები.

რუსკა გიორგაძე, მასტერკლასის თემა “წარადგინე შენი თავი “

რუსკა საქართველოში ერთ-ერთი  წარამტებული კინოკრიტიკოსია. იგი წლეიბია მუშაობს R2-ში, არის გადაცემების ” P.S ” და “მხოლოდ ქართულის” ჟურნალისტი. დევიდ ლინჩის ქართველ ფანებს რა თქმა უნდა ახსოვთ რუსკას საინტერეო ინტერვიუც. სხვადასხვა დროს პირდაპირ ეთერში ახმოვანებდა ოსკარის, გრემის და გლობუსის დაჯილდოებას. ასევე ჰქონდა საავტორო გადაცემა კინოზე.
მასტერკლასის განმავლობაში რუსკა გასწავლით სწორად როგორ წარადგინოთ თავი და დაამყაროთ წარმატებული კომუნიკაცია.

მასტერკლასების ღირებულება და რეგისტრაცია

მასტერკლასების ხანგრძლიობაა 3 თვე, ყველა მასტერკლასის ღირებულებაა 510 ლარი, გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად თვეში – 170 ლარი
სწავლა იწყება 23 თებერვალს, 2019 წელს.  მასტერკლასების განრიგი – შაბათ-კვირა 15:00 სთ.

🎁 ჩვენთან მოქმედებს “მეგობრული ფასდაკლება” , დაესწარით მასტერკლასს მეგობრები თვეში 150 ლარად

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფოტოგრაფიის მასტერკლასზე განაცხადი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ. 598 10 94 77

👉 გაიცანი შენი ფოტოგრაფიის კურსის მენტორები




Pin It