daxmareba

CjC საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

 

25 ივლისს,  გაიმართა საქველოქმედო აქცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და საინიციატივო ჯგუფ “იმედის სხივის” ორგანიზებით. აქცია მიზნად ისახავდა გორის რაიონში, სკრის დევნილთა დასახლების დახმარებას. ვაკის პარკში განთავსდა სპეციალური პუნქტი, სადაც მოხალისეები შემოწირულობებს ტოვებდნენ. ამ წამოწყებას “სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბიც” შეუერთდა.
გორის რაიონში, სოფელ სკრაში, დევნილთა დასახლება 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ არსებობს. აღნიშნულ დასახლებაში დაახლოებით 86 ოჯახი ცხოვრობს (მათ შორის 102 ბავშვი). აღსანიშნავია, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურად დაუცველი პირია და ისინი საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობენ.

Pin It
კატეგორია: სიახლეები
თეგები :