frangujurnalisti

ფრანგმა ჟურნალისტმა ISIS-ის რიგებში შეღწევა შეძლო

ფრანგმა ჟურნალისტმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შეღწევა და მათი ფარული კამერით გადაღება შეძლო.

„კანალ პლიუსის“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ფრანგული ტელევიზიის ეთერში დღეს საღამოს გავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი დაჯგუფების წევრების გვერდით 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი თქმით, ტერორისტების ნდობის მოპოვება რთული პროცესი აღმოჩნდა.

დაჯგუფების ლიდერები პოტენციურ მებრძოლებს არწმუნებენ, რომ გარდაცვალების შემდეგ ისინი სამოთხეში მოხვდებიან.

ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში, რომელსაც არაბულენოვანი სპეციალისტი არ ჰყავს, მისი ცნობით, „გუგლის“ სათარგმნი პროგრამით სარგებლობენ.

წყარო: http://1tv.ge

Pin It
თეგები :