ფოტოგრაფიის კურსი

ფოტოგრაფიის საბაზისო კურსი

პირველივე თვიდან თქვენ ისწავლით ფოტოაპრატის ყველა ფუნქციას, პორტრეტის გადაღებას, მობილურ ფოტოგრაფიას, მანუალ რეჟიმით გადაღებას და გაივლით სტუდიურ პრაქტიკებს და გარე გადაღებებს
გოგა ჩანადირის ლექციები და პრაქტიკები დაგეხმარებათ გაიმრავალფეროვნოთ ფოტოგრაფიის ხედვა და გემოვნება.
წარმატებული კომუნიკაციის უნარების შეძენა დაგეხმარებათ მოდელებთან, მომავალ დამკვეთებთან და გუნდთან წარმატებული კომუნიკაციის დამყარებაში.
ფოტოს დამუშავების საფუძვლებს და ფერების ფსიქოლოგიის მეშვეობით, გეცოდინებათ ფოტოს სწორად დამუშავება და ფერის მნიშვნელობა.
ვიზაჟის სესიების დახმარებით ისწავლით სწორი მაკიაჟის გაკეთებას, როგორც თქვენთვის ასევე თქვენი მოდელისთვის, ხოლო დათა ალექსეევი გაგიზიარებთ თუ როგორ იქმნება გლამურული ჟურნალები, ისწავლით საკუთარი პორტფოლიოს შექმნას და წარდგენას დამსაქმებლისთვის.

1) კურსის ღირებულება და გრაფიკი

კურსი იწყება 30 მარტს და გრძელდება 3 თვის განმავლობაში კვირაში 2 ჯერ, ორშაბათს და პარასკევს 19:00-ზე. ერთ ადამიანზე ფასი შეადგენს 675 ლარს ან თვეში 225 ლარს. მეგობრების აქციით, ფასი ერთიანი გადახდისას შეადგენს 600 ლარს, ყოველთვიურად 200 ლარს. გადახდა ხდება სწავლების დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში.

2) სად მდებარეობთ?

ზუბალაშვილების 8ა, რუსთაველზე, უზენაესი სასამართლოს გვერდით

3) ვინ არიან ლექტორები?
ანა ბაციკაძე – მოდის კვირეულის ფოტოგრაფი
გოგა ჩანადირი – ფოტოგრაფი
ლანა ლაგვილავა – კომუნიკაციების ტრენერი, ტრენერთა ასოციაციის წევრი
კექსო არახამია- „Beauty zone“-ის მეიქაფ არტისტი
ინდიგო-ფაინ – არტის სტილში მომუშავე ფოტოგრაფი

4) როგორ დავრეგისტრირდე?
დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 10 94 77

5) რას ვისწავლი?
თქვენ ისწავლით ფოტოაპარატის ყველა ფუნქციას, პორტრეტის გადაღებას, მობილურ ფოტოგრაფიას, მანუალ რეჟიმით გადაღებას, გაივლით სტუდიურ და გარე გადაღებების პრაქტიკებს.
ფოტოს დამუშავების საფუძვლებს და ფერების ფსიქოლოგიას.
სწორი მაკიაჟის გაკეთებას.
და ჩვენი პროფესიონალი მენტორები გაგიზიარებენ თავის არაერთწლიან გამოცდილებას.

6) მაქვს თუ არა შესაძლებლობა ვისწავლო თუ არ გამაჩნია საკუთარი ფოტოაპარატი.
დიახ. ჩვენ გვაქვს ფოტოაპარატები, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ სრული კურსის გავლას.




Pin It