origamigds

სტუმრად GDS TV

11 აპრილს, “სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბს” GDS TV-ი ესტუმრა. მათ მოამზადეს სიუჟეტი ორიგამის ტექნიკაზე, რომელიც კლუბის ოფისში ისწავლება. შეგახსენებთ, რომ ორიგამი ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა , რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა , სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება. XX – საუკუნეში ორიგამით დაინტერესება ქვეყნის გარეთაც ხდება , დიდი ბრიტანეთში , ჰოლანდიაში , საფრანგეთში იხსნება ორიგამის ხელოვნების კერები , სკოლები , დაწესებულებები და კავშირები. ორიგამის ხელოვნება იმდენად რთული და შრომატევადი ხელოვნებაა , რომ მის სასწავლებლად არსებობს სპეციალური კურსები რათა სრულყოფილად დაეუფლო ამ საქმეს. იაპონიაში დაწესებულია აგრეთვე ორიგამის დღესასწაული. ამ დღეს ყველა იაპონელი ერთმანეთს ეჯიბრება ყველაზე ორიგინალური ორიგამის ფიგურების გაკეთებაში.

Pin It
კატეგორია: სიახლეები
თეგები : ,