interentforumi

სესია სამოქალაქო ჟურნალისტიკაზე თბილისის პირველ ინტერნეტ ფორუმზე

 

თბილისში, 24 მაისს , პირველი ინტერნეტ ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების ერთად შეკრება და საქართველოში ინტერნეტის განვითარებაზე საუბარი იყო.

ინტერნეტ ფრორუმი შედგებოდა 9 სესიისგან. მათ შორის ერთ-ერთი სამოქალაქო ჟურნალისტიკას დაეთმო. ამ თემაზე მომხსენებლები იყვნენ “სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის” დირექტორი ნინო ჭელიძე და “მე პორტალის” წარმომადგენელი ირინა ალიაშვილი.
მათ დისკუსიის ფორმატში განიხილეს სამოქალაქეო ჟურნალისტიკის ამჟამინდელი მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

ფორუმზე სხვადასხვა ბექგრაუნდისა და ინტერესის მქონე ადამიანებმა თავიანთ ბლოგებზე, პროექტებსა და იდეებზე ისაუბრეს. ასევე გაუზიარეს თავიანთი გამოცდილებას, თუ როგორ იყენებდნენ ონლაინ სივრცეს საკუთარი პროექტების თუ პროდუქტების პოპულარიზაციისათვის.

Pin It
კატეგორია: სიახლეები
თეგები :