zaglebi

საინფორმაციო ფოტო-გამოფენა #მუხლი259

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი – ეს არის მუხლი, რომლის მიხედვითაც ისჯებიან ადამიანები, რომელთა სისასტიკის შედეგად ცხოველები დაიღუპნენ ან დასახიჩრდნენ. მუხლი გულისხმობს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს მთელ საკანონმდებლო სივრცეში ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც ცხოველთა უფლებებს ეხება.
“სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის” საინფორმაციო ფოტო-გამოფენაში, რომელიც მიმართული იყო მიუსაფარი ცხოველების წამების წინააღმდეგ, მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ადამიანმა, როგორც ფოტოგრაფებმა, ასევე ცხოველთა მოყვარულებმა.

Pin It
კატეგორია: სიახლეები
თეგები :