journalism2-0

ჟურნალისტიკა 2.0

ტრეინინგი, ჟურნალისტიკა 2.0 აერთიანებს ტრადიცულ მედიას, ახალ მედიასა და ფსიქოლოგიის ტექნიკებს ჟურნალისტებისთვის

როგორ ვასწავლით?

2 თვიანი სალექციო კურსის განმავლობაში, თქვენ ისწავლით თანამედროვე ჟურნალისტიკის მოდელებს, „სთადი ქეისებზე“ დაფუძნებული ვიზუალური სწავლების მეთოდებით. სწავლების დროს გამოიყენება ვიდეო მასალები, როლური და სიმულაციური თამაშები. ასევე, 2 თვის განმავლობაში გექნებათ პრაქტიკაც.

პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ შესძლებთ:

• მოამზადოთ სიღრმისეული სტატიები სოციალურ თემებზე
• დამოუკიდებლად შექმნათ მედია კონტენტი
• გეცოდინებათ ჟურნალისტისთვის აუცილებელი ფსიქოლოგიური ხრიკები
• ეფექტურად დაგეგმავთ კარიერას და მიაღწიევთ წარმატებას, საკუთარი შესძლებლობების გაცნობიერებას და რეალიზებას
• კრიზისის როგორც პოზიტიური მოვლენის გამოყენებას

რა გელით ტრეინინგზე?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რესპოდენტების 67%-ს ჟურნალისტების მთავარ დანიშნულებად სოციალური პრობლემების გაშუქება მიაჩნია. ჟურნალისტიკის ნაწილი ზუსტად ამ თემების გაშუქების შესწავლას შეეხება

• როგორ იქმნება ეფექტური მედია კონტენტი
• რა არის თემატური რეპორტინგის წესები, რომელიც სტატიის მომზადებისას უნდა დავიცვათ
• როგორ მივუდგეთ ინტერვიუზე რთულად დასაყოლიელ რესპონდნეტს
• რა გავითვალისწინოთ ბავშვა თემების გაშუქებიას, როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია არასრულწლობანთან თუ ის არის ძალადობის მსხვერპლი, მოძალადე ან ბრალდებული
• „Breaking News“ –ის დროს მუშაობა ყველა ჟურნალისტისთვის გამოცდაა, როგორ ვიმუშავოთ საგანგებო სიტუაციების დროს დიჯითალ მედიაში
• როგორ გავაშუქოთ საზოგადოებაში სტიგმატიზირებული თემები, რომელიც ეხება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამინებს, ნარკო დამოკიდებულს , სუიციდს
• როგორ მოვამზადოთ სტატია იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ეთნიკურ, სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობებზე, ისე რომ ჩვენი მასალით მათ ზიანი არ მიაადგეს
• კრინმინალის გაშუქება
• სოციალური ქსელი ინფორმაციის მოძიების კარგი მაგრამ სარისკო საშუალებაა, როგორ ავირიდოთ შეცდომები? ამისთვის საერთაშორისო ჟურნალისტიკის გაიდლაინები გამოგადგებათ, რომელიც შექმნილია ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელებში მუშაობისას

მედია ფსიქოლოგიის ნაწილში ისწავლით საკუთარი შესძლებლობების გაცნობიერებას და წარმატების მიღწევის ტექნიკას

• ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და მართვა
• როგორ დავგეგმოთ წარმატებული კარიერა
• რა სარგებელი და ზიანი შეიძლება მოგვიტანოს კომუნიკაციის დროს შიშმა?
• კონსისტენტური მესიჯების შემუშავება – როგორ ვესაუბროთ რესპონდნეტს მისთვის გასაგებ ენაზე
• არავერბალური კომუნიკაცია – ჟესტების ენა
• კონფლიქტური სიტუაციის მართვა

საფასური
ერთი თვის ღირებულებაა – 90 ლარი

რეგისტრაცია

ახალი ჯგუფი დაიწყება 2016 წლის ოქტომბერში

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მის. <span style=”text-decoration:underline;”><a href=”https://cjclubdotorg.files.wordpress.com/2015/01/xoravaskucha.jpg” target=”_blank”>აკაკი ხორავას ქ. # 10 </a></span>
მობ. 598 10 94 77

Pin It
კატეგორია: ტრეინინგები
თეგები :