ინდიგოს საავტორო კურსი ფოტოგრაფიაში

ინდიგო ფოტოგრაფია

გამარჯობა, მე ვარ ინდიგო და გელი ჩემ საავტორო კურსზე, რომელიც შევადგინე ყველასთვის ვისაც გიყვართ ფოტოგრაფია.

როგორც უმრავლესობამ, მეც ფოტოგრაფია იაფფასიანი, ძველი აპარატით დავიწყე; 5 მეგაპიქსელიანი კამერით მაქვს გადაღებული დღემდე ჩემი ფავორიტი კადრი, რომელმაც ჩემი პირველი კონკურსი მოიგო.

ლექციის პირველ თვეს გაგიზიარებ ჩემ გამოცდილებას და გასწავლი: კამერის მუშაობის პრინციპებს, კომპოზიციას, გავერკვევით ოქროს სამეულში, ობიექტივებში და გვექნება პრაქტიკული გადაღებები სტუდიაში.

როგორც ხედავ, ყოველთვის ვცდილობ ჩემ ფოტოებს გასდევდეს სიურრეალიზმის, მისტიკისა და ფენტეზის ელფერი. თითოეულ გადასაღებ კადრს სჭირდება წინასწარ მომზადება. მინდა კურსის განმავლობაში გადმოგცეთ ჩემი წლების მანძილზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება.

სწავლების მეორე თვეს: ვისაუბრებთ კომერციულ ფოტოგრაფიაზე, ვისწავლით სტუდიურ განათებებთან მუშაობას, გვექნება გასვლითი პრაქტიკები და უშუალოდ ჩაერთვებით გადაღების პროცესში ჩემთან ერთად.

როგორ მოვხდე ინდიგოს საავტორო კურსზე ?

კურსე მოსახვედრად საკმარისია რეგისტრაცია. ამისთვის მიჰყევით ამ ბმულს ან დაგვიკავშირდით 598 10 94 77
სწავლის ღირებულების გადახდა ხდება კურსის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში.

ლექციების განრიგი:
კურსი დაიწყება 13 თებერვალს, 17:00 საათზე
სესიების განრიგი: სამშაბათი და ხუთშაბათი 17:00 სთ.
სრული კურსის ღირებულება 480 ლარს, შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მის. ზუბალაშვილების 8a, რუსთაველი, უზენაესი სასამართლოს გვერდით
მობ. 598 10 94 77




Pin It