uxilavibavshvebi

დავიხსნათ ბავშვები მონობისგან

 

2015 წლის 26 დეკემბერს, 13 წლის გოგონას, ქრისტინა მ-ს თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა. ქრისტინა ადგილზე გარდაიცვალა, ის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი იყო. ამ ოჯახში უკვე მეორე ბავშვია, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით რამდენი ასეთი ბავშვი კვდება ქუჩაში ყოველ წელს, თუმცა ყოველ დღე ვხედავთ მათ ქუჩებში, ვაცნობიერებთ, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხეშია და ჩვენ „ვაფინანსებთ“ მათ ქუჩაში ყოფნას.


საქართველოში 2000-მდე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს მთავრობას არ აქვს პოლიტიკა, არ აქვს ხედვა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გადასარჩენად. სახელმწიფოს არ აინტერესებს ეს ბავშვები. მთავრობა დუმილით პასუხობს ბავშვთა მონობის თანამედროვე ფორმას საქართველოში.

ბავშვი ქუჩაში არ მუშაობს, მას იძულებით ამუშავებენ და თუ ის უარს იტყვის მუშაობაზე მას სასტიკად დასჯიან. ქუჩაში ბავშვის ადგილი არ არის! დღეს ეს ბავშვები ითხოვენ დახმარებას, ხვალ მოგვთხოვენ პასუხს!

ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ საზოგადოებას, მედიას, სახელმწიფოს, ერთად ვებრძოლოთ ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს საქართველოში!

მოვითხოვთ, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ხედვა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე, სწორი სახელდება მოახდინოს ამ საკითხის და დაიწყოს მოქმედებების პროაქტიული განხორციელება, რათა გადავარჩინოთ ბავშვები!

ხელისმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს კოალიცია ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისთვის
ქალთა მოძრაობა
სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი
მე რეპორტიორი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
კავშირი საფარი
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
საქართველოს ბავშვები
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
საზოგადოება ბილიკი
ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველო
ორგანიზაცია ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
ასოციაცია ბავშვი და ოჯახი
პირველი ნაბიჯი საქართველო
ორგანიზაცია თანადგომა
გორის კეთილდღეობის ცენტრი
ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები
პარტნიორობა ბავშვებისთვის
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი
კავშირი-დიოსკურია
ქალთა ფონდი საქართველოში
საქართველოს აუტიზმის საზოგადოება
მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის
დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი ტასო
Action Global Communications
ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფოტო: 17maisi.org

Pin It
კატეგორია: სიახლეები
თეგები :